ფეხბურთი

13:15 | 21.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ილდიზმა თვითონაც არ იცის, რამდენად ძლიერია"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.

მან განსაკუთრებით ქენან ილდიზი შეაქო. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მატჩების მოგება გუნდის თავდაჯერებას ამაღლებს:

„ასეთი მატჩების მოგება ადვილი არ არის. მსგავსი გამარჯვებები თავდაჯერებულობას გმატებს და აცნობიერებ, რომ შეგიძლია სხვებთან თანაბარი კონკურენცია. ილდიზი და კონსეისაო დაცვას ძალიან კარგად ეხმარებოდნენ, ამის გარეშე ვერ მოვიგებდით. ილდიზმა თვითონაც არ იცის, რამდენად ძლიერია, მაგრამ მეტოქეებმა იციან“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, სტუმრად „პიზას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.097297