ფეხბურთი

23:45 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ორკაცნაკლული „ტოტენჰემი“ სტუმრად დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

33-ე წუთზე ლონდონელი ნახევარმცველი ხავი სიმონსი გააძევეს მოედნიდან. 57-ე წუთზე ალექსანდრ ისაკმა გახსნა ანგარიში და მერსისაიდელები დაწინაურდნენ. შვედი გოლის დროს დაშავდა და მის ნაცვლად ბრენან ჯონსონი შევიდა მინდორზე. 66-ე წუთზე უგო ეკიტიკემ გააორმაგა სტუმართა უპირატესობა. რიშარლისონმა 83-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. 90+4 წუთზე კრისტიან რომერომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა..

ამ თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო „ლივერპული“ 29 ქულით მეხუთზე.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-17 ტური. 20 დეკემბერი: ნიუკასლი - ჩელსი 2:2, ბორნმუთი - ბარნლი 1:1, ბრაიტონი - სანდერლენდი 0:0, ვულვერჰეპტონი - ბრენტფორდი 0:2, მანჩესტერ სიტი - ვესტ ჰემი 3:0, ტოტენჰემი - ლივერპული 1:2, ლიდსი - კრისტალ პალასი და ევერტონი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.085449