ფეხბურთი

19:53 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

FourFourTwo-ს მიხედვით, იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, კვარაცხელია მერვე ადგილზეა

ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ შეადგინა დღეს მსოფლიოში 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი. რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და ფეხბურთის ექსპერტები.

„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გავიდა. მესამეზე „ბაიერნის“ ინგლისელი შემტევი ჰარი კეინი. პსჟ-ს ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამ სიაში მერვე დგილზეა.

FourFourTwo-ს მიხედვით, მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელი:

ლამინ იამალი (ბარსელონა).

ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

ჰარი კეინი (ბაიერნი).

უსმან დემბელე (პსჟ).

კილიან მბაპე (რეალი მადრიდი).

რაფინია (ბარსელონა).

პედრი (ბარსელონა).

ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).

ნუნნუნუ მენდეში (პსჟ).

ბუკაიო საკა (არსენალი).

შეგახსენებთ, რომ დემბელემ ადრე მოიგო „ოქროს ბურთი“ და ასევე დასახელდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164465