„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ქვედა ლიგის ბინადარ „ფონტენეს“ ესტუმრება და ეს პარიზელთა ბოლო მატჩი იქნება 2025 წელს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას არ მიიღებს.
სამატჩოდ პარიზელთა განაცხადი ცნობილია და კვარაცხელია სიაში არ არის. ლუის ენრიკემ ქართველ შემტევს დასვენების საშუალება მისცა, რადგან პსჟ-ს მატჩი საკმაოდ სუსტი მეტოქის წინააღმდეგ აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.






