ევროლიგის მე-13 ტურში "ბარსელონამ" "ბასკონია" დრამატულ ბრძოლაში 134:124 დაამარცხა და რეკორდიც დამყარდა: ეს ევროლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თამაში გამოდგა.
მატჩის ძირითადი დრო 97:97 დასრულდა, გამარჯვების გამოსვლენად კი საჭირო სამი ოვერტაიმი გახდა. ამიტომაც იყო სარეკორდო შედეგიანობა.
თორნიკე შენგელია ტრავმირებულია და თავის ყოფილ გუნდთან ისტორიულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. "ბარსას" კევინ პანტერმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო."ბასკონიაში" საუკეთესო 33 ქულით მარკუს ჰოვარდი იყო.
"ბარსელონა" 12 მოგებით და 5 წაგებით ევროლიგაში თელ-ავივის "ჰაპოელთან" ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 23 დეკემბერს, "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება.







