"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„გასულ კვირას ვთქვი, რომ საქმეები სიტყვებზე უფრო მეტყველებს. წინ მივდივართ, ბოლო შეხვედრაში ის გუნდში იყო და პირველი მოთამაშე იყო, ვინც მოედანზე შევიდა. ახლა მას აფრიკის ერთა თასი აქვს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ამიტომ სწორია, რომ მთელი ყურადღება მასზეა მიპყრობილი", - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰსა და არნე სლოტს შორის კონფლიქტი იყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალაჰი ამჟამად აფრიკის თასზე სათამაშოდაა. სიტუაცია თითქოს, მოგვარდა, მაგრამ მაინც არაა გამორიცხული, რომ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა იანვარში ინგლისური კლუბი დატოვოს.






