ალექსანდერ ისაკი ზაფხულში "ნიუკასლიდან" "ლივერპულში" დიდი ხმაურით და მოლოდინით გადავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, სათანადოდ ვერ თამაშობს.
შვედ ფორვარდს "ლივერპულში" რეაბილიტაცია გაუჭირდა, მაგრამ რა არის ასეთი რთული სტარტის მიზეზი, 26 წლის შემტევმაც არ იცის:
„ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. გუნდი, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩემს კარიერაში, როდესაც ასეთი პერიოდი გავიარე ან ცუდ ფორმაში რომ ვარ. ასე მუშაობს საფეხბურთო კარიერა, ეს არის ის, რისგან თავის დასაღწევადაც ბრძოლა გიწევს.
ჩემი კარიერის ყველაზე რთული პერიოდი არ ვიცი რომელია. არცერთს არ ავირჩევდი, ეს ყველაფერი გამოცდილებაა. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. ყველა გუნდში, სადაც მითამაშია, რთული პერიოდები მქონია, გარდა ნიდერლანდებში „ვილემ II“-ში იჯარით ყოფნის პერიოდისა. "დორტმუნდში", ესპანეთში, "ნიუკასლში" და აქ. დიდად არ ვამახვილებ ყურადღებას ამაზე, იმაზე, თუ სად იყო ყველაზე რთული. მათ გამოცდილებად აღვიქვამ და იმედია, სიტუაციიდან უკეთეს ადამიანად და მოთამაშედ გამოვალ", - თქვა ისაკმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ისაკმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.






