ფეხბურთი

17:00 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკა: "ეს უბრალოდ ჭორებია, რომელსაც ყურადღებას არასდროს ვაქცევ"

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პეპ გვარდიოლა 2026 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, ხოლო მას ამ პოზიციაზე ენცო მარესკა ჩაანაცვლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ენცო მარესკამ და ამ ყველაფერს უბრალო ჭორები უწოდა.

"მსგავს საკითხებს არ ვუსმენ, რადგან მთელი კონცენტრაცია ამ კლუბზე მაქვს გადატანილი, აქ კონტრაქტი 2029 წლამდე მაკავშირებს და ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები. გამოცემებში ყოველდღიურად ახალ ახალი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა ჭორებია და მეტი არაფერი. ჩემთვის ახლა "ნიუკასლთან" მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი კვირის წინ იგივე ჭორები "იუვენტუსზეც" გავრცელდა, მაგრამ მე მხოლოდ "ჩელსიზე" ვფიქრობ", - განაცხადა მარესკამ.

ცნობისთვის, The Athletic-ის ცნობით პეპ გვარდიოლას შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ენცო მარესკაა.

პეპ გვარდიოლას "სიტისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო მარესკას კონტრაქტი "ჩელსისთან" 2029 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091341