ფეხბურთი

19:27 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "გვიხარია, რომ ბევრი შეთავაზების მიუხედავად, მამაგეიშვილმა ჩვენ აგვირჩია"

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარანსენმა გიზი მამაგეიშვილის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მამაგეიშვილი მრავალხმრივი ფეხბურთელია, რომელიც ტექნიკური თვისებებით გამოირჩევა:

„მამაგეიშვილი მრავალმხრივი შემტევი მოთამაშეა შესანიშნავი ტექნიკით. ის უკვე სამაგალითოა, როგორც მოთამაშე და კაპიტანი ახალგაზრდა ასაკში, ფლობს სწორ მენტალიტეტს. გიზო გუნდს შეუერთდება იანვარში ვარჯიშის განახლებისას, გრაცში ჩამოვა ახლახან მოპოვებული ჩემპიონის ტიტულის თავდაჯერებულობით და ჩვენს გუნდს გააძლიერებს. გვიხარია, რომ გიზომ აგვირჩია, მრავალი სხვა შეთავაზების მიუხედავად და მოუთმენლად ველით მის თვისებებს მოედანზე“, - თქვა პარანსენმა.

გიზი მამაგეიშვილის კარიერაში „შტურმი“ პირველი უცხოური კლუბი იქნება, აქამდე მას მხოლოდ „იბერიაში“ უთამაშია, რომლის მაისურით 133 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 15 თამაში აქვს ჩატარებული (2 გოლი).

„შტურმში“ 2018 წლიდან ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, მანამდე, ამ კლუბში სხვა ქართველებსაც უთამაშიათ. გრაცელებმა ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176626