ფეხბურთი

14:52 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუმ სამწვრთნელო კარიერაში 750-ე გამარჯვებაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიუმ სამწვრთნელო კარიერაში 750 გამარჯვების მიღწევაზე ისაუბრა. საიუბილეო მოვლენა „ბენფიკას“ „ფარენსესთან“ 2:0 გამარჯვება გამოდგა გუშინდელ პორტუგალიის თასის მერვედფინალურ მატჩში.

„750 გამარჯვება – რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი? პირველი? „ბენფიკა“ „ბელენენსეშის“ წინააღმდეგ? „პორტუ“ „მონაკოს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე? „ინტერი“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალში? დღევანდელი მატჩი „ფარენსესა“ და „ბენფიკას“ შორის?

არა, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი, 751-ე იქნება. მოდით, შემდეგზე ვიმუშაოთ!“ - ციტირებს EuroFoot მოურინიუს სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პორტუგალიელმა მწვრთნელმა 10 კლუბი გაწვრთნა, მათ შორის ორ-ორჯერ - „ბენფიკა“ და „ჩელსი.“ მან 26 ტიტული მოიგო და ოთხჯერ დასახელდა სხვადასხვა კლუბის წლის საუკეთესო მწვრთნელად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166764