„ბოტაფოგომ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ დავიდე ანჩელოტიმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 36 წლის იტალიელმა, რომელიც კარლო ანჩელოტის ვაჟია, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.
„ანჩელოტი აღარ არის „ბოტაფოგოს“ მწვრთნელი. მისი თანაშემწეებიც ტოვებენ გუნდს. გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
კლუბი მადლობას უხდის ანჩელოტის პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, როგორც გუნდის მენეჯერისა და „ბოტაფოგოს“ ოჯახის წევრის, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ახალი სამწვრთნელო შტაბი მალე გახდება ცნობილი“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ამ სეზონში „ბოტაფოგომ“ 63 ქულა დააგროვა და ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა. გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა კოპა ლიბერტადორესის საგზური.









