წამყვანი ფრანგული გამოცემა L'Équipe თავის სტატიაში გამოეხმაურა „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ (1:1, 2:1 პენალტებში) და რუსი მეკარე მატვეი საფონოვის თამაშს ამ მატჩში. საფონოვმა ხუთიდან ოთხი პენალტი მოიგერია თერთმეტმეტრიანების სერიაში.
„საფონოვის პენალტების სერიაში ფენომენალური თამაშის წყალობით, პსჟ-მ მოიგო თავისი პირველი საკონტინენტთაშორისო თასი, დაამარცხა ფლამენგო“. გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა, რომელშიც საფონოვმა ოთხი მოგერიება შეასრულა.
საფონოვი ძირითად დროში თითქმის არ გამოჩენილა, მაგრამ 26 წლის მეკარემ მაინც ბრწყინვალედ ითამაშა პენალტების სერიაში. ნიკოლას დე ლა კრუსის პირველი დარტყმის გაშვების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხი ბურთი მოიგერია - საულ ნიგესის, პედროს, ლეო პერეირას და ლუის არაუხოს მცდელობები. გადამწყვეტი სეივის შემდეგ, მისმა თანაგუნდელებმა ის ხელში აიყვანეს - ეს მომენტი მატჩის დასასრულს აღნიშნავდა“, - ნათქვამია L'Équipe-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
საფონოვმა ამ სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაუშვა და ორჯეერ კარი „მშრალად“ შეინახა.







