ბრენდან როჯერსი სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. 52 წლის ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა „ალ ქადსია“ ჩაიბარა.
როჯერსმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბრენდანი ბოლოს „სელტიკში“ მუშაობდა, ასევე უმუშავია „უოტფორდში“, „რედინგში“, „სუონსიში“, „ლივერპულსა“ და „ლესტერში“.
„ალ ქადსია“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა.









