ფეხბურთი

16:39 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვისთანაც მიმუშავია"

ხვიჩა კვარაცხელიასა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა sport-express ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, მისი აზრით ის არის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვისთან ერთადაც ოდესმე უმუშავია.

"ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვისთანაც მიმუშავია უდავოდ ხვიჩა კვარაცხელიაა. პირველივე შეხვედრისთანავე ცხადი გახდა, რომ მას წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა! თუმცა, კარიერის დასაწყისში ის დრიბლინგის გარდა არაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, რომელმაც იცის, როგორ მოუსმინოს მწვრთნელს. "ნაპ;ოში" თამასის დროს მის მიმართ მოთხოვნა მხოლოდ შეტევა და წინ საინტერესოს შექმნა იყო, პსჟ-ში კი მას შეტევასთან ერთად დაცვიტი სამუშაოების შესრულებაც უწევს და თავს ძალიან კარგად ართმევს. ორივე შემთხვევაში ხვიჩა გუნდის წამყვან მოთამაშედ ითვლება. როდესაც ის მცირე ხნით ბათუმის "დინამოში" დაბრუნდა ვარსკვლავობაზე პრეტენზია არ ჰქონდა. ყველას არ სთხოვდა მისთვის თამაშს, არამედ გუნდისთვის მუშაობდა. საქართველოში მის თამაშებზე სტადიონები ივსებოდა. ხვიჩას კარიერაში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა ის ყოველთვის წინ მიდის და ვითარდება.

ვერ გაგცემტ იმაზე პასუხს თუ რატომ გადავიდა ხვიჩა "ლოკომოტივიდან", ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. გეტყვით იმას, რომ მათ სამწუხაროდ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს. ხვიჩა ევროპაში აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ მხოლოდ "ლოკომოტივიდან", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ლოკომოტივში" 2019 წელს თამაშობდა, სადაც ჯამში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.122939