კალათბურთი

0:41 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბნეი ჰერცლიას“ ესტუმრა, რომელთანაც 86:94 დამარცხდა.

შერმადინმა არასრულ 20 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

„ტენერიფემ“ D ჯგუფში 4 მოგებით და 2 წაგებით პირველი ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167393