ფეხბურთი

23:21 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

Fifa The Best-ზე ვილი სანიოლის და გურამ კაშიას სამეულები ცნობილია

ფიფამ 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე, სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა.

ფიფას გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ფიფას წევრი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ამავე ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი. შესაბამისად, ხმები ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ მისცეს. მათი სამეულები 2025 წლის The Best-ზე ასეთია:

გურამ კაშიას სამეული ასეთია: 1. უსმან დემბელე 2. ლამინ იამალი 3. ვიტინია

ვილი სანიოლის სამეული ასეთია: 1. უსმან დემბელე 2. ვიტინია 3. აშრაფ ჰაკიმი

მამუკა კვარაცხელიას (ჟურნალისტი) სამეული ასეთია: 1. უსმან დემბელე 2. კილიან მბაპე 3. აშრაფ ჰაკიმი

შეგახსენებთ, რომ 50 ქულით პირველ ადგილზე უსმან დემბელე გავიდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. მეორე ადგილი ლამინ იამალს ერგო, მესამე - კილიან მბაპეს.

საუკეთესო ათეული:

1. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი) - 50 ქულა

2. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი) - 39

3. კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი) - 35

4. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო) - 31

5. რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია) - 29

6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე) - 24

7. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია) - 22

8. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი) - 14

9. ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია) - 13

10. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი) - 12

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094223