სასამართლომ ფრანგულ კლუბ პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელისთვის კილიან მბაპესთვის ხელფასის კომპენსაციის საქმეში 61 მილიონი ევროს გადახდა დაავალდებულა. გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო და განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, იტყობინება ცნობილი ონლაინ გამოცემა RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპე პსჟ-სგან 263 მილიონი ევროს კომპენსაციის სახით ითხოვდა. ეს თანხა მოიცავს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გადაუხდელ ხელფასებსა და ბონუსებს, ასევე კლუბში მოპყრობისთვის კომპენსაციას.
კილიანმა პარი სენ-ჟერმენი 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა, სადაც დღემდე თამაშობს.









