ფეხბურთი

16:06 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "მაყურებლისთვის საინტერესო თამაში იყო, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ბორნმუთთან“ მატჩის (4:4) შემდეგ ისაუბრა:

„ეს საინტერესო თამაში იყო მათთვის, ვინც მას უყურებდა. თუ მატჩს დააკვირდებით, შეიძლება იფიქროთ, რომ მეორე ტაიმში ორი ქულა დავკარგეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმშიც დავკარგე ორი ქულა. მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ტაიმის დაწყებამდე ანგარიში სხვა უნდა ყოფილიყო.

როგორც „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ მატჩში, ძალიან სწრაფად ორი გოლი გავუშვით, მაგრამ შევძელით წინ გასვლა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც არის - ოთხი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ.

ვფიქრობ, ამ სეზონში ხალხს უფრო მეტად სიამოვნებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყურება, მაგრამ შეტევაც და დაცვაც უნდა გავაერთიანოთ. თამაშების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი თამაში შთამაგონებელი იყო, მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუების გრძნობა გვაქვს, იმის განცდა, რომ თამაში ვერ მოვიგეთ.

უკეთ ვაპრესინგებთ, უკეთ ვაკონტროლებთ თამაშს, მაგრამ დაცვაში ხარისხი გვაკლია. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ თავს საჯარიმოში და მის გარშემო.

სამი საკვანძო მოთამაშე წავა აფრიკის ერთა თასზე და კაზემირო დისკვალიფიცირებული იქნება? ეს შესაძლებლობაა დანარჩენებისთვის. ამისთვის მზად ვიქნებით. ვიცით, რომ ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს. ბევრი გუნდი კარგავს მოთამაშეებს, მათ შორის ტრავმების გამო. შემდეგ თამაშს პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მივუდგეთ, რომ გავიმარჯვოთ და ვიბრძოლოთ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის გაძლიერება გვჭირდება? არა, ვფიქრობ, დაცვაში კარგი მოთამაშეები გვყავს. ხარისხიანი მოთამაშეები გვყავს - უბრალოდ, მთლიანობაში, გუნდურად უკეთესად უნდა ვითამაშოთ დაცვაში. გვაქვს საჭირო თვისებები, ერთად უნდა ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ფეხბურთელების თამაში, რადგან მათ აქვთ პოტენციალი, უფრო ეფექტურად დაიცვან თავი“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 26 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09321