კალათბურთი

12:40 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის კარგი მატჩი და "ტორონტოს" შეწყვეტილი ცუდი სერია

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ რეპტორსმა“ სტუმრად „მაიამი“ ჰიტი“ დაძაბულ ბრძოლაში, 106:96 დაამარცხა და ქართველ კალათბურთელსაც კარგი თამაში ჰქონდა.

გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 32:19 მოიგეს და შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს.

მამუკელაშვილმა არასრულ 19 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოში“ საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც 28 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო „მაიამის“ ბემ ადებაიომ ულიდერა 20 ქულთ და 10 მოხსნით.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 11 წაგებით მესამე ადგილზეა, ოთხმატჩიანი წაგებების სერიაც შეწყვიტა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, სტუმრად „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160788