კალათბურთი

10:25 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის შედეგიანი თამაში ისლანდიაში

ისლანდიის თასის მერვედფინალში რატი ანდრონიკაშვილის „ალფტანესი“ სტუმრად „სტიარნანთან“ 74:94 დამარცხდა.

თუმცა ქართველ კალათბურთელს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: ანდრონიკაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 13 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. რატიმ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი ააცილა.

„ალფტანესი“ ამ მარცხით ისლანდიის თასის გათამაშებას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173869