ესპანეთის „პრიმერა დივიზიონის“ მატჩებს ხშირად ვინც ადევნებთ თვალს, აუცილებლად გეცოდინებათ „ვილეარეალის“ ფერადკანიანი შემტევი ნიკოლას პეპე, რომელის სახელი ბოლო ორი კვირის მანძილზე მთელი მსოფლიოს ბულვარული მედიის ფურცლებზე ტრიალებს და არცთუ უსაფუძვლოდ.
ნიკოლასი ცოლს სულ ცოტა ხნის წინ გაშორდა და სარეცელი არ გააცია ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ურთიერთობა ცნობილ პორნოვარსკვლავ ტინა ტრამპთან, რომელმაც როგორც ჩანს მთლიანად დაიპყრო ფეხბურთელის გული და გონება. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ოფიციალურად აპირებს დაქორწინებას და საამისოდ სატრფოს თხოვნით ტინა პორნო-ინდუსტრიიდან წამოვიდა.
ტინა ტრამპის ნამდვილი სახელი კიანა ჯონსია, რომელმაც იმდენ პორნოფილმში მოასწრო მონაწილეობა, ავი ენები ამბობენ, ისედაც უკვე ყელში ქონდა კაცების ქშენის მოსმენა ამოსულიო. ახლა კი პორნო-სამყაროდან წამოსვლა მთელს გულაძგერებულ საზოგადოებას ამცნო და საწმერთული ლურსმანზე ოფიციალურად ჩამოჰკიდა.









