UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მის სამომავლო გეგმებზე და დივიზიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. "ელ მატადორის" თქმით, ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი საჩემპიონო ქამართან ამაზე ახლოს ვერასდროს მივლენ.
"რა თქმა უნდა, UFC-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მქონდა და იცოდნენ, რომ იანვარში ჩხუბს ვერ შევძლებდი. ამიტომ გადაწყვიტეს დროებითი ქამრისთვის ჩაენიშნათ ჩხუბი. პედი პიმბლეტს და ჯასტინ გეიჯის ამას ვულოცავ, რადგან ეს დაიმსახურეს, მაგრამ საჩემპიონო ქამართან ამაზე ახლოს ვერასდროს მივლენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ნამდვილ ჩემპიონთან მოუწევთ შეხვედრა. ჩემი დაბრუნების ზუსტ თარირზე ჯერ მიჭირს საუბარი, რადგან პრიორიტეტი ოჯახური პრობლემების მოგვარებაა და როგორც კი ეს მოხდება ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზად ვიქნები:, - განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი ქამრისთვის 25 იანვარს UFC324-ზე იბრძოლებენ, ხოლო მათ შორის გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.









