კალათბურთი

13:08 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 6 ქულა და "გრანადას" მორიგი მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში „გრანადამ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 81:86 მარცხი განიცადა.

ბექა ბურჯანაძემ 12 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო ორქულიანი არ უსვრია.

„გრანადა“ 1 მოგებით და 9 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166409