ფეხბურთი

10:26 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "წიტაიშვილი შესანიშნავი იყო, მისი ფლანგიდან ბევრჯერ შევუტიეთ"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ლე მინიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (2:3) შემდეგ გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა, ულამაზესი გოლიც გაიტანა და მწვრთნელის ქებაც დაიმსახურა:

„წიტაიშვილი თანმიმდევრულია. მე ის რამდენჯერმე გამოვიყენე მარჯვენა ფლანგზე, სადაც ის ისეთი ეფექტური არ იყო, მაგრამ მისი პარტნიორობა მაქსიმ კოლინთან დღეს შესანიშნავი იყო. მოვახერხეთ მისი ფლანგიდან ბევრი შეტევა, ის გადამწყვეტი იყო, ბევრი კარგი ჩაწოდება განახორციელა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. შესანიშნავად ითამაშა“, - თქვა ლე მინიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილის აქტივში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლია და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო აბუაშვლი 10 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.

„მეცი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და 11 ქულით ბოლო ადგილზეა, 4 იანვარს, „ლორიენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164436