პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ ავს-ი 6:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ნახევარმცველის თავური პასით 37-ე წუთზე ჯენი კატამომ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ქოჩორაშვილმა მე-11 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში და პირველი საგოლე პასი გააკეთა (მას ერთი ასისტი ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს). გიორგის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეზღუდულია და კარგია, რომ ახლა მიეცა თავის გამოჩენის შანსი.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში 35 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 დეკემბერს, „გიმარაეშს“ ესტუმრება.







