კალათბურთი

0:15 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში „ტენერიფე“ სტუმრად „ბრეოგანს“ ესტუმრა, რომელიც ადვილად, 108:96 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი საუკეთესო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა, მაგრამ დიდი შანსია, რომ ტურის MVP-ც გახდეს.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 7 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, „ჟირონას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173707