ფეხბურთი

20:58 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვი: "სასიხარულოა მერვედფინალში გასვლა, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ"

დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა კონფერენს ლიგაზე მალტურ „ჰამრუნთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მცველმა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ კონფერენს ლიგაზე აქვს, საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და აღნიშნა, რომ ისინი მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გადიან.

„ვულოცავ „შახტარის“ გულშემატკივრებს. ძალიან რთული პირველი ტაიმი გამოდგა, მომენტების რეალიზაციის დიდი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ მეორე ტაიმში გამოვიყენეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო. ძალიან სასიხარულოა, რომ მერვედფინალში გასვლა გავინაღდეთ და ვულოცავ მთელ „შახტარს“.

ზუსტად ეს აღვნიშნე, რომ პირველი ტაიმი ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. შესვენებაზე ვისაუბრეთ, მწვრთნელმა გვითხრა, რა დავალებები გვქონდა, რომლებიც მშვენივრად შევასრულეთ. უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მომენტები გამოვიყენეთ და დამაჯერებლად მოვიგეთ.

პირველი ტაიმის მერე მწვრთნელმა გვითხრა, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ნახევარში, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა მერვედფინალში გასვლა, რადგან პლეი ოფში თამაში არ მოგიწევს და პირდაპირ მერვედფინალში დაველოდებით ვინ შეგვხვდება.

იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებისთვის კარგად მოვემზადებით. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ“, - თქვა აზაროვმა.

ირაკლი აზაროვს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში. ის კონფერენს ლიგაზე მუდმივად ძირითად შემადგენლობაში, უკრაინის ჩემპიონატში განსხვავებული სიტუაცია აქვს - მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა, ბოლოს 5 ოქტომბერს და მას შემდეგ ზედიზედ 7 მატჩი სათადარიგო სკამზე დარჩა.

„შახტარი“ კონფერენს ლიგაზე 12 ქულით მეორე ადგილზეა და ფაზის ეტაპის ბოლო ტურში 18 დეკემბერს, „რიეკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162222