დიდი ეშმაკი ვინმე ჩანს რუსი მოდელი კირა არტამანოვა. ეს გოგო ჯერ სულ რაღაც 18 წლისაა და უკვე ახერხებს ისეთ სკანდალებში გახვევას, რომელიც უეჭველად იცის, რომ საყოველთაო ცნობადობას და შესაბამისად პოპულარობას მოუპოვებს.
ცოტა ხნის წინ კირამ რუსულ ბულვარულ მედიაში გაავრცელა მასსა და სანქტ-პეტერბურგის ზენიტის ნახევარმცველის, მაქსიმ გლუშკოვის მიმოწერა, სადაც რუსი ფეხბურთელი ახალგაზრდა მოდელს სთხოვს შიშვლად გადაღებული ფოტოები გაუგზავნოს, ჩვენში „ნუდებად“ რომ უხმობენ.
ატყდა და რა ატყდა! ჯერ ხომ ვისაც კი არ დაეზარა, ყველა ამ ბეყეირათ გლუშკოვს ურეკავს და ხუმრობით თუ ანგლობით „ნუდებს“ სთხოვს. ამას ისიც დაემატა, რომ მაქსიმის სატრფო ანა ნაჩაევა ისე გაბრაზდა შეყვარებულის ხურუშზე, რომ ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ. კირა არტამანოვას კი რა ენაღვლება? ალბათ იგი ყველაზე მეტად ხალისობს მის მიერ დატრიალებული ამბებით.









