UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა MacLife -თან იტერვიუში არმან ცარუკიანის შესახებ ისაურბა და განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო დროებით ქამარზე ჩხუბის საშუალება.
"არმანთან ჩვენ არანაირი მტრობა და უთანხმოება არ გვაქვს. ის მამაკაცია და ყველაზე კარგად იცის თუ რა გააკეთა და რატომ ვერ მიიღო დროებით ქამარზე ჩხუბის საშუალება. ყველამ ვიცით რა გააკეთა მან, ამის გამო შემეძლო ორგანიზაციიდან გამეგდო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, ის კვლავ ჩვენთან ერთადაა. ამ ბიზნესში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს და ყველაფერი კულისებში რჩება, რადგან თქვენ ჟურნალისტები ყველაფერს სათქვენოდ იყენებთ, რომ მნახველთა რაოდენობა გაზარდოთ"- განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს 2025 წლის 19 იანვარს მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარზე ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა წინა დღით ბრძოლას ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა.
მსუბუქი დივიზიონის დროებით ქამარზე ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ, ხოლო მათ შორის გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.









