ევროპა ლიგის მეექვსე ტურში გრაცის „შტურმმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 0:1 დამარცხდა.
ავსტრიულ კლუბს არასტაბილური სეზონი აქვს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში და კიდევ ერთი მარცხი განიცადა. ოთარ კიტეიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ევროპა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.
„შტურმი“ ევროპა ლიგაზე ექვსი ტურის შემდეგ 4 ქულით 28-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 იანვარს, „ფეიენოორდს“ ესტუმრება.
კონფერენს ლიგაზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ შინ პრაღის „სპარტასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლის გატანის იდეალური შანსიც ჰქონდა: 38-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, პენალტი დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მექვაბიშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.
„კრაიოვას“ ხუთ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 18 დეკემბერს, ათენის „აეკს“ ესტუმრება.
ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად ჩრდილომაკედონიურ „შკენდიასთან“ 0:2 დამარცხდა. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
„სლოვანი“ 3 ქულით 32-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში 18 დეკემბერს, შვედურ „ჰაკენს“ უმასპინძლებს.
დღეს, ევროპა ლიგის ორი მატჩი ქართველი არბიტრების ბრიგადამ იმსაჯეს: „ნიცა“ – „ბრაგას“ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო და პორტუგალიელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო „დინამო ზაგრები“ – „ბეტისი“ გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა, ამ შემთხვევაშიც სტუმრებმა გაიმარჯვეს (3:1).







