ფეხბურთი

19:16 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ლომინაძე დასაბრუნებლად მზადაა

„ეშტორილის“ ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე გამოჯანმრთელდა და გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატის უახლოეს ტურში „ფამალიკაოსთან“ უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ პორტუგალიური მედია წერს.

ფიზიკური პრობლემების გამო ლომინაძე ბოლო ორ მატჩში განაცხადში არ იყო და კლუბმა მას დასვენების საშუალება მისცა. ნოდარს „ეშტორილში“ ზუსტად ერთი თვეა არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. „ფამალიკაოს“ და „ეშტორილის“ მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება. „ეშტორილი“ 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098519