„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბოლო ორი კვირა ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ დაეხმარა.
ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ჰაიდენჰაიმი“ უშუალო კონკურენტ „ზანკტ პაულის“ ესტუმრება, ხოლო ქართველი ფორვარდის დაბრუნების საკითხი ჯერ კიდევ არაა გარკვეული. ამის შესახებ კომენტარი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა კომენტარი გააკეთა:
„ბუდუ ზივზივაძეს რაც შეეხება, მალე გაირკვევა, დაბრუნდება თუ არა, კვირის ბოლომდე“, - თქვა მოკლედ შმიდტმა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო ორი მატჩი მოიგო, რომლებშიც ზივზივაძეს არ უთამაშია და 11 ქულით მე-16 ადგილზეა. „ზანკტ პაულის“ 13 ნოემბერს დაუპირისპირდება. ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.






