არგენტინელმა მსახიობმა და მოდელმა მარია ეუხენია „ჩინა“ სუარესმა ამასწინათ დაიქადნა, თანამემამულე ყოფილი მოდელი ვანდა ნარა სადმე არ შემხვდეს, თორემ ისეთ შავ და უბედურ დღეში ჩავაგდებ, იმისი „ბუმბული“ ლა-პლატის ყურის ნიავს მიჰქონდესო.
ეუხენია ამჟამად ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის, მაურო იკარდის შეყვარებულია და იმის გამო რომ მაუროს მისი ყოფილი ცოლი, ხსენებული ვანდა ნარა არ ეშვება და ათასგვარი გზებით ცდილობს პრობლემები შეუქმნას, სუარესის ქალს როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ვანდას სითავხედე და გადაწყვიტა მომხვდურს შესაბამისი პასუხი გასცეს.
მაურო იკარდი ადრე აბა რას წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როცა სრულიად არგენტინის ლამაზ-ლამაზი ქალები ერთმანეთს „ზარბაზნებს ესროდნენ მისი გულისთვის. ასეთი „ბრძოლის“ ხილვა სხვა დროში შეიძლება მაუროსაც გახარებოდა, მაგრამ ახლა გახარებულის და ბედნიერის ამ ბიჭს არაფერი ეტყობა.









