რუმინული „კრაიოვას“ ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა კონფერენს ლიგაზე პრაღის „სპარტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ არც მეტოქისთვის იქნება ადვილი „კრაიოვასთან“ დაპირისპირება.
„რთულ მატჩს ველით ტრადიციების მქონე გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ. თუმცა, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს, სტადიონი და გულშემატკივრები ჩვენს მხარეს არიან. ასე რომ, პრაღის „სპარტას“ ჩვენს წინააღმდეგ ადვილი თამაში არ ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ვერ ვიტყვი, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ისინიც არ არიან. მთავარია, კარგი თამაში გვქონდეს და შემდეგ შედეგიც მოვა.
„მაინცთანაც“ რთული იყო, მაგრამ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. ზეწოლას არ ვგრძნობთ. ვტკბებით ფეხბურთით და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. სწორედ ამას ვეცდებით „სპარტასთან“. ყველას სურს ევროტურნირებზე, რაც შეიძლება შორს წავიდეს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის “, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „კრაიოვას“ კონფერენს ლიგაზე ოთხ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო „სპარტას“ დღეს, 21:45 საათზე დაუპირისპირდება.









