„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ბილბაოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ფრე პსჟ-სთვის მიუღებელი შედეგია და მომდევნო შეხვედრებში უკეთ უნდა ითამაშონ.
„ჩვენ პსჟ ვართ, ევროპის ჩემპიონები, ამიტომ, ყველა მატჩის მოგება გვსურს, ფრით ბედნიერი არასდროს ვართ, თუნდაც, ეს სტუმრად იყოს. ყველა შეხვედრაში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და როცა ვერ ვიმარჯვებთ, ცუდია. დღეს ცუდი თამაში გვქონდა, რადგან ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, აქ რთულ თამაშს ველოდით, იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი კარგია, შესაბამისად, მზად ვიყავით, რომ რთული მატჩი გველოდა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომ ვერ მოვიგეთ. მომდევნო შეხვედრებში უკეთ უნდა ვითამაშოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სპორტინგს“ ესტუმრება.









