ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა.
თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდს კარგი სატურნირო მდგომარეობა აქვს და სანერვიულო არაფერია. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სპორტინგს“ ესტუმრება, ხოლო „ბილბაო“ 5 ქულით 28-ე საფეხურზეა და „ატალანტას“ ეწვევა.









