ბოსნიის ჩემპიონატში მე-18 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „ზელეჟნიჩარი“ 4:0 გაანადგურა, ქართველმა თავდამსხმელმა კი 3 საგოლე პასი გააკეთა.
ბოსნია ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ტურის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, სადაც საკუთარი ადგილი გიორგი გულიაშვილსაც ერგო, ამასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი მე-18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ სამაგიეროდ, 8 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ჩემპიონატში საუკეთესოა. რაც შეეხება „სარაევოს“, 26 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 დეკემბერს, „ჟრინსკის“ ესტუმრება.









