„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „პაფოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ქენან ილდიზის შესახებ კომენტარში ხვიჩა კვარაცხელიაც გაიხსენა.
როგორც მან თქვა, როგორც კვარაცხელიაზე ამბობდა, ილდიზის შემთხვევაშიც იგივეა და თურქს შეუძლია უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს:
„შესაძლოა, არასწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი. მე ვგულისხმობდი, რომ დარწმუნებული ვარ, ილდიზს ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს გამოსავლენი. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაფერს აკეთებს და თამაშიდან თამაშამდე იზრდება, მას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს გასაუმჯობესებლად. ეს თითქმის იგივეა, რაც კვარაზე ვთქვი, როდესაც მასთან ვმუშაობდი. მას შეუძლია ტოპდონის მოთამაშე გახდეს. ვარჯიშზე რომ ყოფილიყავით, მის პოტენციალს დაინახავდით. მაგალითად, კვირას გატანილი გოლი, თითქმის მახვილი კუთხიდან, ბურთი ასეთი სინაზით კარში გაუშვა და რთული გოლი გაიტანა“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ქენან ილდიზი ხვიჩა კვარაცხელიას ადრეც შეადარა, როდესაც „იუვენტუსში“ ახალი დასაქმებული გახლდათ. ქენან ილდიზს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და ტურინული გრანდის ლიდერია. სპალეტი კვარაცხელიასთან "ნაპოლიში" ერთი სეზონის განმავლობაში მუშაობდა.






