„ფროზინონეს“ ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ სერია B-ს მე-15 ტურში „იუვე სტაბიასთან“ დუბლი შეასრულა, რომელიც მის იტალიურ კარიერაში პირველია.
ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ ფანებს მიმართა: „ძალიან ბედნიერი ვარ სეზონში პირველი დუბლით. ფორცა „ფროზინონე“.
იტალიურ მედიაში გიორგის თამაშიც მაღალი ქულებით შეფასდა:
Tuttofrosinone – 8 ქულა: „ის აკლდა გოლეადორთა სიას თავდამსხმელებიდან და დღეს განსაცვიფრებელი დუბლი შეასრულა. შესანიშნავი თამაში“.
Tuttomercatoweb – 7 ქულა: „როგორც ჩანს, დღესასწაულებს მისთვის იღბალი მოაქვს. სტატისტიკის გარეშეც, იმსახურებს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს, რადგან იუვე სტაბიას დაცვას პრობლემები შეუქმნა“.
გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი (2 სერია B-ში, 1 იტალიის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ფროზინონე“ სერია B-ს „მონცასთან“ ერთად 31 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს, „პესკარას“ ესტუმრება.






