იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში „ფროზინონემ“ „იუვე“ სტაბია“ 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა.
ქართველ ფეხბურთელს გადასვლის შემდეგ უდავოდ საუკეთესო თამაში ჰქონდა. მან ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლამაზი გოლით გახსნა, 65-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. გიორგი, რომელმაც „ფროზინონეს“ მაისურით პირველი დუბლი შეასრულა, 73-ე წუთზე შეცვალეს.
კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი (2 სერია B-ში, 1 იტალიის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ფროზინონე“ სერია B-ს „მონცასთან“ ერთად 31 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს, „პესკარას“ ესტუმრება.






