ფეხბურთი

19:32 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისთვის"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში „გრაცერთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მთლიანად ამ თამაშზე ვიყავით კონცენტირებული, ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი ჩვენთვის და პირველ რიგში, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველანი ბედნიერები ვართ, გვინდოდა გამარჯვება, რადგან რთულ პერიოდს გავდივართ.

ძირითადში დაბრუნება? სეზონში ბევრია მატჩია და შეუძლებელია ყველა თამაშის ჩატარება. დღეს ფეხი არ მტკიოდა და ამიტომაც, მოვახერხე 100 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში თამაში“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ავსტრიის ბუნდესლიგაში 14 თამაშში 8 გოლით და 2 ასისტით გამოირჩა.

„შტურმი“ მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ბელგრაფის „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს. გრაცული გუნდი ავსტრიის ჩემპიონატში 28 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.109358