ფეხბურთი

9:30 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ტრავმით ზედიზედ მესამედ ითამაშა და "სანტოსი" გავარდნისგან იხსნა

„სანტოსმა“ ბრაზილიის სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო ტურში ნეიმარმა და მისმა თანაგუნდელებმა „კრუზეირო“ 3:0 დაამარცხეს, რითაც ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

ნეიმარმა, რომელმაც ბოლო სამი მატჩი ტრავმირებულმა ითამაშა, ამჯერად შედეგიანი მოქმედება ვერ მიითვალა, მაგრამ გუნდს მაინც ულიდერა. ცნობისთვის მან ამ სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა... ბოლო ტურში კი დუბლი შეასრულა თასიანომ, ხოლო მეორე ნახევარში ჟოაო შმიდტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნეიმარს „სანტოსთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღეში ეწურება, კლუბს მისი შენარჩუნება სურს, ხოლო ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სინამდვილეში ჯერ არაფერი ვიცი. ახლა, რამდენიმე დღე მჭირდება დასასვენებლად და შემდეგ მივიღებ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის „სანტოსია“, - აღნიშნა ნეიმარმა.

„სანტოსმა“ საბოლოოდ სეზონი 47 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა. სერია A-დან „სეარა“, „ფორტალეზა“, „ჟუვენტუდე“ და „რესიფე“ გავარდნენ.

ბრაზილიის ჩემპიონი „ფლამენგო“ გახდა, რომელთანაც ერთად ლიბერტადორესის თასის საგზური „პალმეირასმა“, „კრუზეირომ“, „მირასოლიმ“, „ფლუმინენსემ“, „ბოტაფოგომ“ და „ბაიამ“ მოიპოვეს. კოპა სუდამერიკანაზე „სან პაულუ“, „გრემიო“, „ატლეტიკო მინეირო“, „ბრაგანტინო“, „კორინთიანსი“ და „სანტოსი“ გავიდნენ. „სა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087614