სხვა

16:41 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელში მიმართა

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ მიმართა და გაამხნევა. თოფურიას გარდა ქართველ "მანქანას" კიდევ სხვა მებრძოლები ამხნევებენ.

ილია თოფურია - "ძმაო, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, მაგრამ შენ ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო იქნები. ბევრად ძლიერი დაბრუნდები"

ალჯამაინ სტერლინგი - "ეს რა წელი იყო ძმაო. სასირცხვილო არაფერი მომხდარა. ჩემმა ძმამ მთელი გულით იბრძოლა. ჩვენ ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო და შესაცვლელი. ვულოცავ იანს და მის გუნდს ამ გამარჯვებას. თუ მერაბს იცნობ, მაშინ გეცოდინება, რომ ის არასდროს ნებდება და მას ეს სპორტი უყვარს. მისი მომავალი გეგმების გამო ვერარ ვითმენ, ჩვენ ამ გზას კიდევ ერთხელ გავივლით ერთად"

ისლამ მახაჩევი - "მერაბ შენ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ვისაც კი ოქტაგონზე ოდესმე ფეხი დაუდგამს. პეტია, გილოცავ. შენ ეს დაიმსახურე",

რომან დოლიძე - „მოგებას და წაგებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენში არაფერს არ ცვლის. ჩვენ ერთი ძლიერი ქართული გუნდი ვართთ. მე მჯერა, რომ შენ ქამარს ძალიან მალე საქართველოში დააბრუნებ. ძალა ერთობაშია, არ გაჩერდე ჩემპიონო“,

გიგა ჭიკაძე - "მოგება, წაგება თუ ფრე - ქართველები არ ნებდებიან! ეს კაცი დიდების დარბაზის წევრია და მალე დაბრუნდება“,

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094593