სხვა

17:23 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიოტრ იანი: "ვინ უნდა იყოს შემდეგი? ჯერ მერაბმა და უმარმა იჩხუბონ და შემდეგ ვნახოთ"

დღეს, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სამწუხაროდ საჩემპიონო ქამარი დაკარგა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა "მანქანამ" იანთან რემატჩი მოითხოვა. მერაბის ამ განცხადებას რუსმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე უპასუხა.

"მერაბმა ჯერ ბიჭები წაიყვანოს ჯაკუზიში და რემატჩზე შემდეგ იფიქროს. ვინ უნდა იყოს შემდეგი? საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად მე სამი ბრძოლის ჩატარება მომიწია, ამიტომ ჯერ უმარმა და მერაბმა იჩხუბონ და შემდეგ ვნახოთ", - განაცხადა პიოტრ იანმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მოგების შემთხვევაში წარმოუდგენელ რეკორდთან იყო ახლოს, რაც გულისხმობს ერთ წელში ქამრის წარმატებით დაცვას. ქართველმა ჯერ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, შემდეგ მატჩრევანში შონ ო'მალის მოუგო, ხოლო სექტემბერში კორი სენდჰეგენს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174164