მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ UFC-ის ქართველი მებრძოლები ამხნევებენ. მიმართვა რომან დოლიძემ გაავრცელა. მერაბის ბრძოლას ასევე გიგა ჭიკაძე ეხმიანება.
„მოგებას და წაგებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენში არაფერს არ ცვლის. ჩვენ ერთი ძლიერი ქართული გუნდი ვართთ. მე მჯერა, რომ შენ ქამარს ძალიან მალე საქართველოში დააბრუნებ. ძალა ერთობაშია, არ გაჩერდე ჩემპიონო“, - თქვა დოლიძემ.
მოგება, წაგება თუ ფრე - ქართველები არ ნებდებიან! ეს კაცი დიდების დარბაზის წევრია და მალე დაბრუნდება“ - დაწერა გიგა ჭიკაძემ.









