UFC-ის პრეზიდენტმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქართველი მანქანის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მათი შეხვედრის ისტორიაც გაიხსენა.
"ნიუ ჯერსიში მებრძოლის საძებნელად ვიყავით, სადაც მერაბი იმ საღამოს მთავარი გმირი იყო. სწორედ მაშინ მეტ სერამ პირდაპირ მითხრა: ეს ბიჭი მსოფლიო ჩემპიონი გახდება, განსაკუთრებული მებრძოლია და მეტ სერა აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა. ჩვენ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, ყველაზე გამძლე მებრძოლია, ვისთანაც ოდესმე საქმე მქონია.
მე და მერაბი თავიდან ერთმანეთს კარგად ვერ შევეწყეთ, მაგრამ, ახლა მისდამი და ყველაფრისადმი რასაც მიაღწია მხოლოდ პატივისცემა მაქვს. იანთან ჩხუბი ფანტასტიური იყო, მაგრამ რევანში? ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მერაბმა უნდა დაისვენოს და ამაზე ფიქრი ნაადრევია, - თქვა დანა უაითმა.
მერაბ დვალიშვილს









