კალათბურთი

12:10 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 3 და კორსანტიას 10 ქულა ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრანადამ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 83:92 დამარცხდა.

ბურჯანაძემ არასრულ 14 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

„გრანადა“ ლიგა ენდესაში 1 მოგებით და 8 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „მორბანკ ანდორას“ ესტუმრება.

ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ალიკანტე“ დაძაბულ ბრძოლაში 77:70 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა წვლილი 19 წუთში მითვლილი 10 ქულით და 7 მოხსნით შეიტანა. კორსანტიამ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„გიპუზკოა“ 3 მოგებით და 6 წაგებით მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 დეკემბერს, „პალენსიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171958