ფეხბურთი

2:30 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი: "როგორც ჩანს, ყველაფრის ჩემზე დაბრალება სურთ, რომ "ლივერპულიდან" წავიდე"

"ლივერპულის" ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა "ლიდს იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რაც არნე სლოტთან კონფლიქტზე მიანიშნებს.

ეგვიპტელი ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ამჯერად შეცვლაზე თამაშის შესაძლებლობაც არ მიეცა.

„მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მქონდა და უცებ არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. არ ვიცი, რატომ. როგორც ვამჩნევ, ვიღაცას არ სურს კლუბში ჩემი ყოფნა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, არ ვიცი, ისინი ფიქრობენ, პრობლემა სალაჰია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემა მე ვარ. ძალიან ნათელია, რომ ვიღაცას სურს, ყველაფერი მე დამაბრალოს. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემს გონებაში თამაშით ვტკბები, მაშინაც კი, როცა არ ვთამაშობ. „ენფილდზე“ ფანებს დავემშვიდობები, რადგან შემდეგ აფრიკის თასზე მივდივარ და არ ვიცი, რა მოხდება, როცა იქ ვიქნები", - თქვა სალაჰმა.

არნე სლოტმა "ლიდსთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სალაჰი ტექნიკური არჩევანის გამო არ ათამაშა:

"სალაჰის მოკლევადიანი მომავალი ისაა, რომ ერთ კვირაში აფრიკის თასზე წავა, მაგრამ მანამდე „ინტერს“ ვეთამაშებით. რატომ არ შევიყვანე? 2:0-ს ვიგებდით, შემდეგ კი 3:2-ს და უფრო თამაშის კონტროლი იყო საჭირო, იმ ეტაპზე გოლი არ გვჭირდებოდა და ამიტომ, ენდო შევიყვანე", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულთან" კონტრაქტი, რომელიც იწურებოდა, მიმდინარე სეზონის წინ გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელი 19 მატჩში 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162553