საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 28-ე წუტზე ეფექტური დარტყმით გახსნა, როცა ჩვეულ სტილში იმოქმედა, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
კვარას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა აქტიურობდა და ეს დუბლით დაუფასდა: 67-ე წუთზე მან ერთი შეხებით და ძლიერი დარტყმით მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და სხვაობა სამბურთიანი გახადა, რადგან მის გოლებს შორის იყო სენი მაიულუს გოლიც. ქართველი შემტევი ლუის ენრიკემ 71-ე წუთზე შეცვალა, ხოლო პსჟ-მ კიდევ ორჯერ გაიტანა: ჯერ ლამაზი გოლი იბრაჰიმ მბაიეს აქტივშია, ხოლო საბოლოო ანგარიში გონსალო რამოშმა დააფიქსირა - 5:0.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველად შეასრულა დუბლი, ლიგა 1-ში მეორედ, გასულ სეზონში „ოსერს“ გაუტანა ორი გოლი. ცნობისთვის, სერია A-ში სამჯერ ჰქონდა დუბლი - „მონცას", „ვერონას“ და "სასუოლოს" წინააღმდეგ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარი 13 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 33 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „ლანსს“, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „მეცს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 10 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.






