ფეხბურთი

0:04 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მატჩში „ბეტისი“ ფერან ტორესის ჰეთ-თრიქის წყალობით დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩი „ბეტისსა“ და „ბარსელონას“ შორის დასრულდა. სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა 3:5 გაიმარჯვეს.

„ბეტისის“ თავდამსხმელმა ანტონიმ თამაშის პირველი გოლი მეექვსე წუთზე გაიტანა. ფერან ტორესმა მე-11 წუთზე გაათანაბრა ანგარიში და ორი წუთის შემდეგ სტუმრები წინ გაიყვანა. რუნი ბარგიმ მესამე გოლი 31-ე წუთზე გაიტანა. ცხრა წუთის შემდეგ ტორესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მეორე ტაიმში ლამინ იამალმა პენალტით გოლი გაიტანა. მასპინძლებმა 85-ე წუთზე დიეგო ლორენტეს წყალობით სხვაობა შეამცირეს, ხოლო 90-ე წუთზე კუჩო ერნანდესმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლა ლიგის 15 მატჩის შემდეგ, „ბარსელონა“ 40 ქულით ცხრილს ლიდერობს. „ბეტისს“ 24 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-15 ტური. 6 დეკემბერი: ვილიარეალი - ხეტაფე 2:0, ალავესი - სოსიედადი 1:0, ბეტისი - ბარსელონა 3:5, ბილბაო - ატლეტიკო მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095066